სუბტროპიკული და ტექნიკური კულტურები.

კოლექციის შესახებ

სუბტროპიკული და ტექნიკური კულტურები.

აჭარაში კარგად იხარა სხვა ქვეყნებიდან შემოტანილმა სუბტროპიკულმა  და ტექნიკურმა  კულტურებმა.   ჩაი, მანდარინი, ბამბუკი, ტუნგი და სხვა აღმოსავლეთაზიური წარმოშობისაა. ისინი დამკვიდრდნენ ჩვენს კულტურულ მემცენარეობაში და დიდი სახალხო-სამეურნეო მნიშვნელობა მოიპოვეს.

       ჩაი მარადმწვანე ბუჩქოვანი მცენარეა, სითბოსა და ტენის მოყვარული. მისი სამშობლოა ჩინეთი. ჩაის  ფოთლები შეიცავს კოფეინს, ვიტამინებს, ეთერზეთებს და სხვ. ნივთიერებებსჩინეთში ჩაის სმის  კულტურა ცნობილია მე-4 .-დანმე-9 .-ში ჩაი გააშენეს იაპონიასა და კორეაში.

       ჩაი საქართველოში შემოიტანა მიხეილ ერისთავმა და იგი დაირგო თავად მამია გურიელის მამულში, ოზურგეთში. მე-19 საუკუნის მიწურულს ჩაი გააშენეს ჩაქვში, ჩაის სამეთვალყურეოდ ჩინეთიდან მიწვეულ იქნა 23 წლის ჩინელი ახალგაზრდა, დიდგვაროვანი ოჯახიშვილი, ლაო ჯინჯაო.

       ჩაის სელექცია დაიწყო 1927 წელს ჩაქვში. ინდოეთის, ჩინეთის, იაპონიის და ცეილონის ჩაის ჰიბრიდული ჯიშების სელექციით ქართველმა სელექციონერებმა მიიიღეს ჩაის ქართული ჯიშები. აკადემიკოს . ბახტაძის მოღვაწეობით გამოყვანილმა ქართული ჩაის სელექციურმა ჯიშებმა ,,ქართული 1’’ და ,,ქართული 2’’ მსოფლიო აღიარება მოიპოვეს.

 

  

გაზიარება